logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: ამ ყველაფრის ავანგარდში „რუსთავი 2“ დგას!
- +

12 თებერვალი. 2018. 21:13



უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სახელმწიფო დამოუკიდებლობის შემდეგ, ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე მოსახლეობაში მაღალი რეიტინგი აქვს ეს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მწყემსმთავარია.

 

სწორედ აღნიშნული გარემოებაა იმის მიზეზი რომ ფსევდოლიბერალური ძალები მზაკვრულ და დაუსრულებელ ომს აწარმოებენ ქრისტეს მისტიური სხეულის წინააღმდეგ... ყველამ ვიცით მათი მიზანი - ეს ეკლესიის და პატრიარქის დისკრედიტაციაა.

 

ამ ყველაფრის ავანგარდში „რუსთავი 2" დგას, ხოლო არიერგარდს, გარკვეული მედიასაშუალებები, „გრანტიჭამია" არასამთავრობო ორგანიზაციები და რამოდენიმე სასულიერო პირი წარმოადგენს...

 

და ამ დროს ხალხი (მრევლი) რას აკეთებს?! ხალხში უკვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ზოგი ადეკვატურია, ზოგი ჩუმადაა, ხოლო ზოგი კი...

 

P.S. გასაგებია რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ მთავარია აღნიშნულთან დაკავშირებით, შენ რა მოტივი გამოძრავებს? მხარს უჭერ პრობლემათა დაძლევის მცდელობას, თუ პრობლემებისკენ მხოლოდ თითის გაშვერა და თვითონ ინსტიტუტის დისკრედიტაციაა შენი თვითმიზანი?!" - წერს ლილუაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner