ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს და შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ავსტრიულ გამოცემა Profil-თან ინტერვიუში გააკეთა.
„სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის არც უკრაინელი პოლიტიკოსია, რადგან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის რომ პოლიტიკური საქმიანობა აწარმოო, უკრაინის მოქალაქე უნდა იყო. მან დაარღვია კანონი. ის საქართველოში გაასამართლეს. შესაძლებელი იყო მისი გაძევება თუმცა, მე ამას არ ვისურვებდი", - განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი სახელმწიფო მიგრაციის და სასაზღვრო სამსახურებმა უნდა გადაწყვიტონ.