logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: თუ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას საქართველო ოდესმე ისურვებს, მაშინ, ამ ქვეყანას საქართველო აღარ უნდა ერქვას!
- +

25 აპრილი. 2016. 17:37



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს და ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.



კარგი ის არის, რომ ეს ადამიანი დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე. კარგი ისაა, რომ თუკი ეს ადამიანი ოდესმე სამშობლოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ის აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე. რაც შეეხება განწყობებს, მე არა მგონია, საქართველოში ოდესმე ადამიანებმა ისურვონ, დააბრუნონ ის ძალისმიერი რეჟიმი, ის სისტემა, რომელიც იდგა დანაშაულზე, ღირსების შელახვაზე, ადამიანების წამებაზე, საკუთრების უფლების ხელყოფაზე, სიცოცხლის ხელყოფაზე, ქუჩაში სისხლისღვრაზე. ასეთი რეჟიმის დაბრუნებას თუ ოდესმე საქართველო ისურვებს, მაშინ, ამ ქვეყანას უბრალოდ, შეიძლება ითქვას, საქართველო აღარ უნდა ერქვას", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner