„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერის დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი 1990 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი იყო.
1990 წელს ეროვნულ სტადიონზე გადაღებულ ფოტოზე წითლად სწორედ თემურ გუგეშაშვილია მოხაზული", - წერს მჟავანაძე.