საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს და ამისათვის ყველა ღონეს იხმარს.
„რა თქმა უნდა, უკრაინაში დავბრუნდები, აუცილებლად ვიპოვი გზას უკან დასაბრუნებლად", - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ ZIK-ის ეთერში. მისივე თქმით, ამჯერად უკრაინაში ლეგალური გზით აპირებს შესვლას.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევეს.
უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან, 12 თებერვალს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.
შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.