logo_geo
eng_logo
„უკრაინაში აუცილებლად დავბრუნდები!“ - მიხეილ სააკაშვილმა გაძევების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა!
- +

13 თებერვალი. 2018. 00:46



საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს და ამისათვის ყველა ღონეს იხმარს.


„რა თქმა უნდა, უკრაინაში დავბრუნდები, აუცილებლად ვიპოვი გზას უკან დასაბრუნებლად", - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ ZIK-ის ეთერში. მისივე თქმით, ამჯერად უკრაინაში ლეგალური გზით აპირებს შესვლას.


უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევეს.


უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან, 12 თებერვალს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.


შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI  დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner