logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სასამართლო სისტემაში დიდი რყევის შეტანა ქვეყანას ძვირად დაუჯდება
- +

25 აპრილი. 2016. 17:42


 

„სასამართლო სისტემაში დიდი რყევის შეტანა ქვეყანას ძვირად დაუჯდება, აქედან გამომდინარე, არის რაღაც კომპრომისები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ხარვეზები რომ არ იყოს, საკანონმდებლო ინიციატივებიც არ იქნება.

 

„წლების განმავლობაში იქმნებოდა სისტემა, რომელიც მორგებული იყო ერთ ადამიანზე - მიხეილ სააკშვილზე. ახლა ნელ-ნელა დგება დრო, რომ ერთი, ორი და ვფიქრობ, მესამე და მეოთხე ნაბიჯიც შეიძლება მოჰყვეს ამ სისტემის დახვეწას. ერთი ხელის მოსმით, სამწუხაროდ, არ ხერხდება ნებისმიერი სისტემის გაუმჯობესება, მით უმეტეს, სასამართლო სისტემაში დიდი რყევის შეტანა - ეს ქვეყანას დაუჯდება ძვირად. აქედან გამომდინარე, არის რაღაც კომპრომისები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კვლავ ქვეყნის ინტერესებით არის განპირობებული, მაგრამ წინსვლა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებების გათვალისწინებით, მათი ღრმა განხილვით, აუცილებელია იმისთვის, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს და დაიხვეწოს სისტემა, რომელსაც აღარ ექნება ხინჯი", - განაცხადა ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner