პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რესტორან „სულგუნში" დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დავით საყვარელიძე ავრცელებს. თავად მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook-გვერდზე კი აღნიშნულ რესტორანში გადაღებული ვიდეომასალა ვრცელდება.