„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება:
„ისევ დააკავეს მიხო, ახოხიალეს იატაკზე. არ ეხერხება თუ რა?!
რა სამარცხვინოა! მოსალოდნელია მისი რეადმისია, რაც ნიშნავს პირის იმ ქვეყანაში გაძევებას, საიდანაც შემოვიდა ანუ პოლონეთში. დაკავებისას ხმამაღლა ყვიროდა და გაქცევა სცადა სამზარეულოს გავლით - რესტორნის თანამშრომლის თანახმად. ასევე მისი შეკვეთაც უთხრეს მედიას: ხინკალი, ხაჭაპური, ტოლმა, ყველის ასორტი, ჩაი. ყველაფრის შეჭმა მოუსწრია, თვითმხილველების განცხადებით", - წერს გოგავა.