სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ეჰ, შაყირი - შაყირად და მართლა გული ჩამწყდა იმის ნახვაზე, როგორ ქეჩოში წავლებულს მოათრევს სპეცნაზი იმ კაცს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენი პრეზიდენტი იყო...
მაგრამ განა თავად არ მოიჯაყა თავი?
განა თავად არ იქცა დასავლური დემოკრატიის ნორმების დამცველიდან - კანონის და სამართლის უზურპატორად?
განა თავად არ დანერგა კანონის უზენაესობის ნაცვლად ძალადობის უზენაესობა?
განა თავად არ გაამეფა ჩადებების და შეთითხნილი საქმეების კულტი?
განა თავად არ დანერგა „ნულოვანი ტოლერანტობა"?
განა თავად არ მოიგონა „ღამის ნოტარიუსები", ბიზნესის მასიური რეკეტი და სახელმწიფო ტერორი?
განა თავად არ შეუწყო ხელი სასჯელაღსრულების დაწესებულებების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ადგილად ქცევას?
განა მის გარეშე ხდებოდა პირად ცხოვრებაში ჩარევის ათასობით ფაილების გადაღება და კომპრომატად მოგროვება?
განა თავად არ გახადა საპროცესო შეთანხმებები ბიუჯეტში ყველაზე დიდი შემოსავლების მუხლად?
განა თავად არ გააგრძელა და უმაღლეს საფეხურზე არ აიყვანა არჩევნების გაყალბება?
განა თავად არ დადგა „მოდელირებული ქრონიკა"?
განა თავად არ მიართვა, საკუთარი უგუნური ცანცარით - რუსეთს ხონჩით კოდორის ხეობა, სამაჩაბლო, და აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების საუკეთესო შანსი?
განა თავად არ გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორობაში?
განა თავად არ დათმო ქართველი პოლიტიკოსის იმიჯი უკრაინელი პოლიტიკოსის იმიჯის სანაცვლოდ?
განა თავად არ იძახდა ორიოდ დღის წინ - „ამოვიდა ყელში... ნუ გააჭირეთ საქმე ამ გირგვლიანითო?
განა მისივე ძმაკაცები, დაქალები და ამფსონები არ უძახიან დღეს მატყუარას, ისტერიჩკას, ტოქსიკურ და ბოროტ კლოუნს?
ეჰ, მარშალი ბეტანკურის არ იყოს, კარგად დაიწყო და როგორ..." - წერს კირტავა.