logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი არალეგალი მიგრანტების კონცენტრირების ადგილებზე ჩატარებული ღონისძიებების დროს დააკავეს
- +

13 თებერვალი. 2018. 10:47



უკრაინის შს სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საიმიგრაციო სამსახურთან და სხვა სამართალდამცველებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი არალეგალი მიგრანტების კონცენტრირების ცალკეულ ადგილებზე ჩატარებული ღონისძიებების დროს დააკავეს.


„უწყებათაშორისი შეთანხმებული ღონისძიებების ჩატარებისას, საჯარო კვების ერთ-ერთ ობიექტში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს მოქალაქეობის არმქონე პირი მიხეილ სააკაშვილი, რომელთან მიმართებაში რეადმისიაზე უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის მოთხოვნაზე პოლონურმა მხარემ თანხმობა განაცხადა.

იმის გათვალისწინებით, რომ საიმიგრაციო სამსახურის ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსზე, შესაბამისად, აღნიშნულმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი დაკარგა", - ნათქვამია განცხადებაში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner