logo_geo
eng_logo
საქართველოს U18 ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
- +

25 აპრილი. 2016. 17:50



სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე მოასპარეზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დღეს პირველი ოფიციალური მატჩი შეერთებული შტატების ნაკრებთან გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

 

 

გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ერთადერთი გოლის გატანა 50-ე წუთზე მოახერხეს, როდესაც ანგარიში მეტოქეთა სასარგებლოდ უკვე 4:0 იყო.

 

 

ტურნირში 8 ნაკრები მონაწილეობს და ქართველი 18-წლამდელები A ჯგუფში, აშშ-სთან, სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად ასპარეზობენ. B ჯგუფში კი რუსეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და მაკედონია არიან განთესილნი.

 

 

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის დარჩენილ შეხვედრებს ხვალ, 26 აპრილს, სლოვაკეთის წინააღმდეგ და 28 აპრილს - უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner