სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომ ბრალში კვლავ ჩაწერილიყო მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით.
ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე ამ ნაწილში საქმეს. დაცვის მხარე კი უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.