სამხრეთ აფრიკაში, კრიუგერის ეროვნულ პარკში ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს. მსხვერპლის სხეულის ნაწილები პარკის განაპირას იპოვეს.
„როგორც ჩანს, მსხვერპლი უკანონოდ ნადირობდა საფარი-პარკში, სადაც მას ლომები დაესხნენ თავს და დაგლიჯეს. მხეცებმა მსხვერპლი თითქმის მთლიანად შეჭამეს, მხოლოდ თავი და სხეულის ცალკეული ფრაგმენტებია დარჩენილი", - განაცხადა ლიმპოპოს პოლიციის პრესმდივანმა.
პოლიციამ დაღუპულის ვინაობა ჯერ ვერ დაადგინა. სხეულის გვერდით ნაპოვნია იარაღი და ტყვია-წამალი.