logo_geo
eng_logo
მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ამჯერად პოლონეთისგან მოითხოვს
- +

13 თებერვალი. 2018. 17:04



საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის უკვე მიმართული აქვთ და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებენ. ასე პასუხობენ მთავარ პროკურატურაში შეკითხვას იმის შესახებ, მიმართავს თუ არა ქართული მხარე სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით ამჯერად პოლონეთის პროკურატურას.


მათივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ პოლონეთს ჯერ კიდევ გასული აგვისტოს თვეში მიმართა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვარშავაში იმყოფებოდა.


მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა.

 

ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

 

რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება", - განაცხადეს პროკურატურაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner