თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში, „ტრაბზონსფორმა" საკუთარ მოედანზე „ფენერბაჰჩე" მიიჩო. სტუმრები შეხვედრას დიდი ანგარიშით - 4:0 იგებდნენ, რა დროსაც მასპინძელთა ერთ-ერთი გაღიზიანებული ქომაგი მოედანზე შეიჭრა და ჯავრი კარის ხაზის არბიტრზე იყარა. პარალელურად, გულშემატკივრები ტრიბუნებიდან მოედანზე სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სასჯელი ელის თავდამსხმელსა და მასპინძელ კლუბს, რომლის ადმინისტრაციამაც სტადიონზე უსაფრთხოების ზომები ვერ დაიცვა.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.