„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას ეხმაურება:
„საინტერესოა, ცხელ გულზე უკვე პოლონეთიდან სააკაშვილის პირველი კომენტარი, სადაც პოროშენკოს „იაფფასიანი გადამგდები" უწოდა. „ბარიგა", „კორუფციონერი", „ცრუ პრეზიდენტი" გასაგები იქნებოდა. მაგრამ რატომ „გადამგდები"?! რაიმეზე შეუთანხმდა და გადააგდო?! ეს ისე განსჯისთვის", - წერს ირაკლი გოგავა.