logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: სააკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გააჩნია - რა ფორმით
- +

25 აპრილი. 2016. 18:30


 

„მიხეილ სააკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გააჩნია - რა ფორმით", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს და ის საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.

 

„ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია. თვითონ საკაშვილს დაბრუნების შანსი აქვს, მაგრამ გაააჩნია, რა ფორმით", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ექს-პრეზიდენტის შესაძლო დაკავებას და საქართველოში მის ამ გზით ჩამოყვანას, დეპუტატის თქმით, „არც ეს არის გამორიცხული".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner