„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დასავლეთმა სააკაშვილი ნაგვის ურნაში ჩააგდო. არავითარი პროტესტი აშშ- დან, ევროკავშირიდან და არც ევროპის საბჭოდან არ ყოფილა უკრაინის ხელისუფლების მიერ სააკაშვილის დეპორტაციაზე. ეს არის განაჩენი რომ მიშა არავის აინტერესებს და ის პოლიტიკური გვამია", - წერს მჟავანაძე.