აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მანუჩარ კაციტაძე დაინიშნა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს.
მანუჩარ კაციტაძე მანამდე თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.
აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა ცოტა ხნის წინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.