რეჟისორმა ირაკლი გოგიამ ახმეტელის თეატრში ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი" დადგა.
გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას ლეილა რაზიკაშვილმა (მწერლის შთამომავალი) განაცხადა:„ვაჟა არის აზრი, რომელსაც საკაცობრიო აზრი ეწოდება. მისი უნარი, უზარმაზარი მხატვრულობა და ლექსიკა, გამოხატვის სასწაული, ტექსტის მუსიკა, ყველაფერი ეს შეკრიბო და დადო სცენაზე - არის შემოქმედებითი თავხედობა. მაგრამ თუ არ ითავხედე... ვინც არ რისკავს, ის არ იღებს შედეგს. ეს რისკი დღეს გამართლდა".
ირაკლი გოგია (რეჟისორი):"თვენახევარი თეატრში ვცხოვრობდით, ღამეებს ვათენებდით. რიტუალივით იყო ამ სპექტაკლის დადგმა. იცით რა, ჯობია, საშუალო დონეზე დადგა ვაჟა-ფშაველა ან კოსტანტინე გამსახურდია, ვიდრე კარგად დადგა რომელიმე ევროპელი დრამატურგი, რომელიც ძალიან შორს არის ქართულ პრობლემასთან".
ახალი ინტერპრეტაციით წარმოდგენილი სპექტაკლი საკმაოდ სევდიანი აღმოჩნდა და მაყურებლის უხვი აპლოდისმენტები დაიმსახურა.