logo_geo
eng_logo
ახმეტელის თეატრში „სტუმარ-მასპინძელი“ დაიდგა
- +

25 აპრილი. 2016. 18:38


 

რეჟისორმა ირაკლი გოგიამ  ახმეტელის თეატრში ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი" დადგა.


     გაზეთ „პრაიმტაიმთან" საუბრისას ლეილა რაზიკაშვილმა (მწერლის შთამომავალი) განაცხადა:ვაჟა არის აზრი, რომელსაც საკაცობრიო აზრი ეწოდება. მისი უნარი, უზარმაზარი მხატვრულობა და ლექსიკა, გამოხატვის სასწაული, ტექსტის მუსიკა, ყველაფერი ეს შეკრიბო და დადო სცენაზე - არის შემოქმედებითი თავხედობა. მაგრამ თუ არ ითავხედე... ვინც არ რისკავს, ის არ იღებს შედეგს. ეს რისკი დღეს გამართლდა".

   
ირაკლი გოგია (რეჟისორი):"თვენახევარი თეატრში ვცხოვრობდით, ღამეებს ვათენებდით. რიტუალივით იყო ამ სპექტაკლის დადგმა.  იცით რა, ჯობია, საშუალო დონეზე დადგა ვაჟა-ფშაველა ან კოსტანტინე გამსახურდია, ვიდრე კარგად დადგა რომელიმე ევროპელი დრამატურგი, რომელიც ძალიან შორს არის ქართულ პრობლემასთან".

          
ახალი ინტერპრეტაციით წარმოდგენილი სპექტაკლი საკმაოდ სევდიანი აღმოჩნდა და მაყურებლის უხვი აპლოდისმენტები დაიმსახურა.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner