ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი ერაყს ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონ ევროს გამოუყოფს.
„ევროკავშირი ერაყისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონი ევროს გამოყოფის პროცედურებს ასრულებს. გარდა ამისა, ერაყს ცალკეული ევროპელი ქვეყნებიც დაეხმარებიან", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ერაყის ომის შემდგომი აღორძინების საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ქუვეითში იმართება. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყანა და 1400-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.