ჟურნალისტმა ბონდო მძინარაშვილმა ტელეკომპანია „TV პირველის" გადაცემა „რეაქციაში" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.
„სააკაშვილი თავისი თავის პრობლემა გახდა, არავისთვის აღარ არის პრობლემა, არც საქართველოში, ის არის საკუთარი თავის პრობლემა. ჩემი აზრით, მისი ქართულ ციხეში ჩასმა არანაირ დესტაბილიზაციას არ გამოიწვევს. იმიტომ არ გამოიწვევს, რომ თავის დროზე, თავად სააკაშვილის მოწოდებით, „ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებით, ბევრი ადამიანის მოწოდებით, „რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად ვერ შეკრიბეს 30 000 ადამიანი, როგორც სააკაშვილი აცხადებდა, შესაბამისად, სააკაშვილის ციხეში ჩაჯდომას არავინ არ გააპროტესტებს. სააკაშვილმა რაც გააკეთა, იმაზე უნდა აგოს პასუხი აუცილებლად. მისი ექტრადიციის შემთხვევაში აქ აბსოლუტურად არაფერი მოხდება. თავის დროზე ამბობდნენ, რომ ვანო მერაბიშვილის ციხეში ჩასმა 40 000 სამართალდამცველის ბუნტს გამოიწვევსო, მოხდა რამე?! ნახეთ ბუნტი სადმე?!", - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.