კატალონიის „ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა. არგენტინელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 40 გოლის გატანა ზედიზედ 7 სეზონში მოახერხა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში, „ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე ხიხონის „სპორტინგი" 6:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში მეტოქის კარი ლიონელ მესიმაც აიღო. სწორედ ეს გატანილი გოლი აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში არგენტინელისთვის მე-40.