logo_geo
eng_logo
ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტებს შორისაა
- +

14 თებერვალი. 2018. 19:28



ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ევროვიზია 2018-ის გერმანიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდა.


ქართველი შემსრულებელი იმ 6 კონკურსანტს შორის აღმოჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი გერმანიის სახელით ევროვიზიის სცენაზე წარდგება.


გერმანული Voice-ის ქართველი გამარჯვებული შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალურ ეტაპზე სიმღერას My Own Way შეასრულებს.


შიდაშესარჩევი შოუ სახელწოდებით "ჩვენი სიმღერა ლისაბონისთვის" ბერლინში 22 თებერვალს გაიმართება და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გამარჯვებული კი, 12 მაისს ლისაბონში დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner