logo_geo
eng_logo
სიმეონეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
- +

25 აპრილი. 2016. 18:49


 

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში, მადრიდის „ატლეტიკომ" „მალაგას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა. ერთადერთი გოლი სტუმართა კარში 62-ე წუთზე, ანხელ კორეამ გაიტანა.

 

 

მატჩის მიწურულს „ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ დროის გაყვანის მიზნით მოედანზე მეორე ბურთი გამიზნულად გადააგდო, რაც ოპერატორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

 

 

გამოცემა „Daily Mail" იუწყება, რომ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაცია ამ საკითხს აქტიურად განიხილავს და შესაძლოა, არგენტინელი სპეციალისტი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner