logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ!
- +

15 თებერვალი. 2018. 01:53



ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის პარკლანდის სკოლაზე თავდასხმის ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


ტრამპმა თავდასხმის მსხვერპლთა ახლობლებს თანაუგრძნო და აღნიშნა, რომ ამერიკულ სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.


ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ფლორიდის სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.


CNN-ის ცნობით, ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.


დაუდასტურებელი ინფორმაციით, არიან დაღუპულებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner