პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „tvპირველის" ეთერში ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლებას პოლიტიკურ საფრთხედ არ მიაჩნია.
„ოპოზიცია არის ძალიან ეკლექტიკური. ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება ამ ძალისხმევას, თუკი ის საერთოდ დაიწყო, რომ ერთიანი კანდიდატი იყოს შერჩეული. ან თუნდაც მეორე ტურში ყველამ ერთს დაუჭიროს მხარი. თუ თემა პროდასავლურია გაცილებით მეტი თუ არა ოდნავ მეტი მაინც აქვს მიღწეული „ქართულ ოცნებას" ევროატლანტიკურ საკითხებში", - განაცხადა ვოლსკიმ.