logo_geo
eng_logo
აშშ-ში, ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
- +

15 თებერვალი. 2018. 02:28



ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის პარკლანდის სკოლაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.


ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, რომ სკოლის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირია.


სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სკოლის ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ. პარკლანდის სასწავლო დაწესებულებაში სულ 3208 მოსწავლე ირიცხება.


ფლორიდის საშუალო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი. როგორც CNN წერს, მელანია ტრამპი თანაუგრძნობს თავდასხმის შედეგად დაზარალებულებს.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner