logo_geo
eng_logo
ქართველი ცოლ-ქმარი ბრიტანულ „X ფაქტორში“ მიიწვიეს!
- +

25 აპრილი. 2016. 19:44



მომღერალი გოგა მესხი და მისი მეუღლე მარიამ ივარდავა  ბრიტანულ „X ფაქტორში" მიიწვიეს.
როგორც იცით, ბრიტანული „X ფაქტორი" ყველაზე პრესტიჟულია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ქართველების მონაწილეობა კი წელს პირველი შემთხვევაა.

გოგა მესხი: ძალიან საპასუხისმგებლოა, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილიყოს ბრიტანული „X ფაქტორის" მონაწილე. პირველ რიგში საქართველოს სახელისთვის იქნება ძალიან კარგი, რადგან მარტო ინგლისი კი არა,  მგონი, მთელი პლანეტა უყურებს ამ პროექტს.
ეს მარიამის ინიციატივა იყო - რამდენიმე წლის წინ გადაგზავნა მონაცემები, თუმცა საქართველო იმ ქვეყნების რიგში შედიოდა, რომლისთვისაც კონკრეტულად ამ პროექტში მონაწილეობა, ასე ვთქვათ, შეზღუდული იყო.

მარიამ ივარდავა: წელს ბრიტანეთის X ფაქტორის" ბოლო სეზონია და ამიტომაც გადაწყვიტეს, ყველა ქვეყნისთვის მიეცათ შანსი. სავარაუდოდ იმავე მიზეზის გამო ბევრად რთულიც იქნება ამ პროექტში მონაწილეობა.

წყვილი ბრიტანეთში 24 აპრილს უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო გამგზავრება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. წყვილი გაკვირვებულია, რომ სპონსორები არ აფინანსებენ. დაფინანსების შემთხვევაში გოგა და მარიამი 7 მაისს იქნებიან მანჩესტერში. ისინი ცალ-ცალკე აპირებენ ჟიურის წინაშე ძალების მოსინჯვას.

„რეპორტიორი"  გულშემატკივრობს გოგას და მარიამს და წარმატებებს უსურვებს!


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner