საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უმაგრესი ინიციატივა!
მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება!
5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი.
ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო", - წერს ჩრდილელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მცირე მეწარმეებისთვის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი შემცირდება და 5%-იანი გადასახადი 1%-მდე დაიწევს. გარდა ამისა, 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოც მცირე ბიზნესის კატეგორიაში გავა.