ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჟურნალ „სარკესთან" დოდო გუგეშაშვილის და მისი შვილის ურთიერთობაზე საუბრობს:
„დოდო ეროვნული მოძრაობის დროს გავიცანი. მერე, ციხეში იჯდა, მე გადაცემა „აკრძალულ ზონას" ვაკეთებდი, ციხეში შევდიოდი და იქ ვნახულობდი დოდოს. ბებიას მოჰყავდა ხოლმე ნოდარიკო დედის მოსანახულებლად, ფაქტობრივად 5 წლიდან ვიცნობ.
ბავშვს სულ დედა ენატრებოდა, რადგან დოდო ხან ომში იყო, ხან სად იბრძოდა, ხან ციხეში იყო. ნოდარიკო დოდოს დედასთან თამარა დეიდასთან იზრდებოდა, მერე, სიტუაცია რომ დალაგდა და დოდო ციხიდან გამოვიდა, ერთად ცხოვრობდნენ", - განაცხადა რაზმაძემ.