მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში ვირზე ამხედრებული შედიოდა, გზად ხალხი პალმის რტოებს უყრიდა და „ოსანას" შესძახოდა. ვირი კი დარწმუნებული იყო, რომ მას ესალმებოდნენ...
სწორედ ამ ვირს ჰგავს მარგველაშვილი, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ სახალხო მხარდაჭერას არა გუნდის, არა ივანიშვილის, არამედ საკუთარ წარმატებად თვლის: „ამირჩიეს ყველაზე მაღალი პროცენტით, რაც ოდესმე აგვიღია, რადგან მაშინდელი 62% და ამომრჩევლის რაოდენობა არის ის სიმაღლე, რომელსაც „ოცნებამ" ვეღარასდროს მიაღწია", - წერს ნაცვლიშვილი.