ავტორი მერაბ ხაჩიძე
საქართველოს პროკურატურას უკვე პოლონეთთან დაუწყია მიშას ექსტრადირებაზე ჩალიჩი.
გამოიჭერენ ახლა ვარშავის რომელიმე „სულგუნივით" რესტორანში. დაავლებენ ქოჩორში ხელს და გადაიყვანენ უკრაინაში. მერე უკრაინიდან ისევ სულ თმებით ათრევენ პოლონეთამდე, იქიდან უკან, უკრაინისამდე და ვიქნებით ასე...
თმა მაინც გადაპარსონ ახლობლებმა, სანამ სულ არ დააპუტეს აქეთ-იქით მგზავრობაში!
რავა მართლა „ბრეგვაძეების გადაბარებული ვალივით" დაარბენინებენ ამ საცოდავს?!