იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ".
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ „იბერიისა" და „TV პირველის" ეთერით „დაიყვიროს", რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება (ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს და ა.შ.)" - წერს წულუკიანი.