„საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კვაჭანტირაძის თქმითმ საქართველო თავისი ტრადიციებით, კულტურით, ისტორიით ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და სურს ევროპასთან ერთად განვითარება.
როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, საქართველო იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, მათ შორის კანონის უზენაესობას, სტაბილურობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და სურს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ისტორიულად ეკუთვნის ადგილი.