ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში ფოტოს და შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„...მერაბ კოსტავას ეზოში ოთხშაბათობის საინფორმაციო მიტინგი დასრულდა და მომიტინგეებიც იშლებიან, უკვე გვიანი საღამოა და ეზოშიც ბნელა, მერაბის მუზეუმში შევდივარ, სადაც უფრო ახლობლები იმყოფებიან... ოლღა დემურია-კოსტავა ცალკე ზის მარტოსულად და ჩაფიქრებულია, ახლოს მივდივარ და ვეკითხები, რას მეტყვის ძველი ამბებიდან, რათა დიქტოფონში ჩავიწერო და სამახსოვროდ დამრჩეს. ქ-ნი ოლიკო უარს არ მეუბნება და იხსენებს: -მერაბი მოვიდა და მითხრა, დედა, არალეგალური ჟურნალის გამოსაცემად მთელ ფულს ზვიადი ხარჯავს და მეც მინდა ფინანსურად წავეშველო... უსიტყვოდ ავდექი, ჩემი ხელფასის მთლიანი ჯამაგირი მივეცი და იმ ხანად არსებული ფულადი ობლიგაციები... მერაბი გადამეხვია და მითხრა: -დედა არ გეწყინოს, ჯერ ღმერთი მიყვარს, მერე ზვიადი და მერე შენო... გახარებული იყო და მიღიმოდა... ოლიკოს გამოვემშვიდობე, ის კი ისევ სადღაც მოგონებებში წავიდა, ღრმად ჩაფიქრებული....
16 თებერვალი ოლღა დემურია-კოსტავას გარდაცვალების დღეა! განისვენოს, სადაც მართალნი განისვენებენ!" - წერს შონია.