ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრებო, ამ ბოლო დროს დავიწყე ჩვენი postv ვიდეობის ქვეშ კომენტარების შესაწავლა. ძალიან ბევრი უხამსი კომენტარია.
ზოგადად ინტერნეტში ერთი შეხედვით უამრავი ადამიანი ჯღაბნის უკიდურესად ცინიკურ, ღვარძლით და ბოღმით აღსავსე კომენტარებს. ამ თემის განხილვას ხშირად შევსწრებივარ facebook-კედლებზე. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ ეს ოდენ „ქართული ფენომენია" და მხოლოდ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ასეთი „დეგრადიული" ნაროდი.
თუმცა ასე არაა. სიძულვილით სავსე კომენტარებს ე.წ. online haters - ები წერენ, რომლებიც ყველა ქვეყენაში უხვად გვხვდება. ესენი ძირითადად ლუზერები და wannabe tough guy პირები გახლავან. ისინი ბევრნი არ არიან - უბრალოდ გვეჩვენებიან ბევრად. შეხედეთ ლაიკების რაოდენობას და „ჰეითერების" პოსტების რიცხვს. „ლაიქები" აშკარად ბევრია. უბრალოდ „ჰეითერები" გაუთავებლად აკომენტებენ და აკომენტებენ.
სოციუმს მოწყვეტილი მოქალაქენი, რომელთაც ასე აკლიათ აღიარება - აი ესენი არიან „ჰეითერები". ისინი საკუთარ თავს ინტერნეტ-გინებითა და წყევლით იმკვიდრებენ. ასე რომ სწორი დამოკიდებულება მათდამი არის უბრალოდ დაკიდება. ამ შემთხვევაში „ჰეითერი" ვერ იღებს სიამოვნების საჭირო დოზას და სხვა „იუზერის" სტატუსებს ეწაფება" - წერს რამიშვილი.