„მიმაჩნია, რომ საკმაოდ პატარა ასაკში, 19 წლის დავოჯახდი, რასაც ჩემი შვილისთვის არ ვისურვებდი მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ უკმაყოფილო ჩემი დაოჯახების ფაქტით, სამი შვილით, ზოგადად, მეუღლით...", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „ფორტუნასთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„მიმაჩნია, რომ საკმაოდ პატარა ასაკში, 19 წლის დავოჯახდი, რასაც ჩემი შვილისთვის არ ვისურვებდი მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ უკმაყოფილო ჩემი დაოჯახების ფაქტით, სამი შვილით, ზოგადად, მეუღლით... ვფიქრობ, არაფერი დამაკლდა რადიკალურად, თუმცა შეიძლებოდა, დამკლებოდა, რომ არა ჩემი ძალიან მონდომებული ხასიათი. ვფიქრობ, უფრო მეტის სწავლა შემეძლო. თუ ახლა კონკრეტული მიმართულებით განათლებას ვიღებ დისტანციურად და ონლაინკურსებით, შემეძლო, ეს საფუძვლიანად გამეკეთებინა საზღვარგარეთ წასვლით... მგონია, რომ ახალგაზრდული წლები უნდა გამოიყენო კარგი განათლების მისაღებად. უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება ბევრ დადებითს გაძლევს", - აღნიშნა წილოსანმა.