logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარი: მინდა მოგილოცოთ!
- +

25 აპრილი. 2016. 21:00



ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი აცხადებს, რომ ევროკომისიის ანგარიშების მიხედვით საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციისთვის.


ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი დაინტერესდა, როგორია პროცენტული მაჩვენებელი ვიზებზე უარის თქმის და რა არის ძირითადად ის მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევენ შენგენის ვიზებს.


„მინდა მივულოცო საქართველოს დელეგაციას. ევროკომისიის ანაგარიშების მიხედვით, საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციისთვის. ჩვენ ვაფასებით საქართველოს მთავრობის რეფორმებს 2015 წლის მეორე ნახევრისთვის. ევროკომისიამ თქვა, რომ მოდის პოზიტიური სიგნალი. არის ორი კითხვა - რა არის პროცენტულობა ვიზების არმიცემის და მიგრაციის სისტემა. ეს სისტემა უნდა შემოწმდეს 2016 წლის შუა პერიოდისთვის. გამოწვევები შესაძლებლობად უნდა გადავაქაციოთ, ეს იქნება მთავარი სარგებელი მოქალაქეებისათვის. ეს გააუმჯობესებს ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - განაცხადა მარია გაბრიელმა.


ბრიუსელში, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. საქართველო-ევრეოკავშირის ასოცირების საპარლემენტო კომიტეტის სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, წულუკიანი, სახელმწიფო მინისტრები პაატა ზაქარეიშვილი  და დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებიან.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner