logo_geo
eng_logo
თენგიზ მენთეშაშვილი მოსკოვში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

25 აპრილი. 2016. 21:04



სამწუხარო ცნობა მოსკოვიდან:

მოსკოვში, 88 წლის ასაკში, გარდაიცვალა   თ ე ნ გ ი ზ     მ ე ნ თ ე შ ა შ ვ ი ლ ი, საბჭოთა საქართველოს ერთერთი ცნობილი მაღალჩინოსანი,  შემდგომ, მრავალი წლის მანძილზე, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.


ავლაბარში დაბადებული თ. მენთეშაშვილი რამდენიმე წლის მანძილზე თავკაცობდა საქართველოს დედაქალაქს, მის სახელთან დაკავშირებულია ბევრი კარგი საქმე, მათ შორის თბილისობის დღესასწაულის დაარსება, ძველი თბილისის აღდგენის და გამშვენიერების ინიციატივა და სხვ. მას ქონდა პრინციპული მუშაკის და უმწიკვლო ადამიანის რეპუტაცია.


თ. მენთეშაშვილს თბილისში ოთხშაბათს, 27 აპრილს ჩამოასვენებენ, ხოლო დაკრძალავენ ხუთშაბათს, 28 აპრილს. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner