საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეფექტური ინიცირება!
მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა ძალაში, სავარაუდოდ-მიმდინარე წლის 1️ ივლისიდან შევა", - წერს ჩრდილელი.
ფინანსთა სამინისტრომ რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში შეიმუშავა საგადასახადო ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისთვის და ის აყალიბებს სრულიად უპრეცენდენტო შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს ქართველი მეწარმეებისთვის.
„ჩვენი მიზანია, რომ მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა ძალაში მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან შევიდეს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.