„გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა",- ამის შესახებ ექსკლუზიურად გაზეთ „პრაიმტაიმთან" ლელა კაკულიამ განაცხადა.
„მე ეს ძალიან დიდი ხნის წინათ ვიწინასწარმეტყველე და ჩემი ყველა წინასწარმეტყველება 100 კი არა, მილიარდი პროცენტით სრულდება ხოლმე. გიორგი ბრწყინვალე ქართულ პოლიტიკაში უკვე გამოჩნდა, ის ახალგაზრდაა, უკვე მოსულია პოლიტიკაში, თუმცა ჯერჯერობით ასე აქტუალურად არ ჩანს და შეიძლება ვერც მიხვდეთ, ვინაა. ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ის ძალიან ძლიერი, მებრძოლი და სულგრძელი პიროვნებაა. ისეთია, საქართველოს რომ სჭირდება.
მაგრამ ის ცალკე პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ გუნდს ჩამოაყალიბებს და ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს. ის საქართველოს გააბრწყინებს. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელ ფერებში ვხედავ, ის გაძლიერდება, გამდიდრდება და დაკარგულ ტერიტორიებსაც შემოიერთებს."- აცხადებს კაკულია გაზეთთან ინტერვიუში.