logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეთა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა!
- +

25 აპრილი. 2016. 21:32



„ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეთა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა!"- ასე ეხმაურება ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ევროპარლამენტის კომიტეტის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.


 

„ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგანი საქმეების კომიტეტმა ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის დაწესების თაობაზე მხარი დაუჭირა. თავდაპირველად დეპუტატებმა ევროკომისიის წარმომადგენლებს მოუსმინეს და მათ კანონმდებლებს გააცნეს ევროკომისიის ტექნიკური დასკვნა. ევროკომისია მხარს უჭერს იმ მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ვისაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტები. ამის შემდეგ სხდომაზე მოსხენებით გამოვიდა ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი, რომელიც დაეთანხმა ევროკომისიის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ საქართველომ განახორციელა რეფორმები წარმატებულად.

ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს 539- რეგულაციის დანართში ის ცვლილება უნდა შევიდეს, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო 90 დღიანი მიმოსვლა დაწესდება.

საკითხი მაისის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება, ხოლო შემდეგ გადაეცემა ევროკავშირის მინისტრების საბჭოს. ორივე ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რეგულაციის ცვლილებების შემცველი ტექსტი გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შევა ძალაში. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება 2016 წლის 15 ივლისიდან არის მოსალოდნელი."- ავრცელებს euronews.ge


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner