logo_geo
eng_logo
ზურაბ ბაქრაძე: ამირან რობაქიძის მკვლელობის ადგილი მთლიანად გაყალბებულია, ვაცხადებ, რომ მეც ჩავიდინე დანაშაული...
- +

16 თებერვალი. 2018. 19:15



ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩაიდინა დანაშაული და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის გაყალბებაში.

 

„შემთხვევის ადგილი არის მთლიანად გაყალბებული. ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, არის აბსურდული, ეს არის მონტაჟი. ალბათ, ყველას აინტერესებს, სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით, სადაც არის ეს ფირი. ეს არის გურამ დონაძესთან. მარტო საზოგადოების გასაგონად არა, გამოძიების გასაგონადაც ვამბობ, ეს ფირი არსებობს გურამ დონაძესთან და მე ამ ფირით მთელი 8 თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას", - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.


ზურაბ ბაქრაძემ 2004 წლის 23 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დღე გაიხსენა და დეტალებზე ისაუბრა.


„შემთხვევის ადგილზე მისვლისას გამიჩნდა ლოგიკური შეკითხვა, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რაზეც საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ, რომელიც დღეს ჩემთან ერთად არის ბრალდებული, ამიხსნა, რომ გააჩერეს ავტომანქანა, მათ შორის მოხდა სულ მცირე შელაპარაკება, პატრულმა ჩათვალა სახიფათოდ და გამოიძახა ჯგუფი, მოდის მეორე ჯგუფი, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო ბაშალეიშვილი, გადმოდის მანქანიდან და ახდენს უმისამართოდ გასროლას - როგორც მაშინ გაირკვა, გაუვარდა იარაღი და ხდება ადამიანის დაჭრა. აი, ეს რაც მე მიქაძემ ამიხსნა. მე მას ამის შემდეგ ვუთხარი კიდეც, რომ გასაგებია, ფაქტი მოხდა, დანაშაული გახსნილია, აქაა ბაშალეიშვილი, დააკავეთ და დაიწყოს გამომძიებელმა მუშაობა. მე მივიღე ძალიან უცნაური პასუხი მაშინ და ამას ესწრებოდა ყველა ხელმძღვანელი მუშაკი", - განაცხადა ბაქრაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner