logo_geo
eng_logo
ზურაბ ბაქრაძე: გურამ დონაძე მაშანტაჟებს იმ რეალური ფირით, რომელიც...
- +

16 თებერვალი. 2018. 19:15



ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე გურამ დონაძესა და ზურაბ მიქაძეს შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის თემაში" განაცხადა, მისი უფროსი შვილი და ადვოკატი განიცდიან ზეწოლას დონაძის მხრიდან, რომელიც მას უთვლის, რომ იყოს ჩუმად. 

 

„ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, აბსურდულია. ეს ფირი არის მონტაჟი. ალბათ აინტერესებს საზოგადოებას, თუ სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით, სად არის. ეს ფირი აქვს გურამ დონაძეს. მე ამ ფირით მთელი რვა თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას. შანტაჟი ხორციელდება როგორც ჩემი შვილის მიმართ, ისე ადვოკატზე. გურამ დონაძე მიდის მათთან და მითვლის მე, რომ თუ არ ვიქნები ჩუმად, თუ არ მოვიცდი, მანამ ისინი დაადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, ამის შემდეგ მივცემ „სკაიპით" ჩვენებას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, თუ ასე არ გავაკეთებ, მითვლის, რომ მას აქვს ფირი, სადაც ვჩანვარ მე, სხვა ხელმძღვანელი მუშაკები და ამ ფირს გამოაჩენს. მე არაფერი მაქვს დასამალი, აქედან ვუთვლი გურამ დონაძესაც და საზოგადოებასაც. მე ჩადენილი მაქვს დანაშაული", - განაცხადა ბაქრაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner