logo_geo
eng_logo
თელავში აეროპორტს ერეკლე მეორეს სახელი მიენიჭა და ოფიციალურად გაიხსნა
- +

25 აპრილი. 2016. 21:33



თელავში აეროპორტ „მიმინოს" ქართლ -კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სახელი მიენიჭა. აეროპორტის ოფიციალური გახსნის ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს.


როგორც „აიპრესს" საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს თელავის აეროპორტიდან რეისების განხორციელება როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც უკვე შესაძლებელია.


ღონისძიებაზე, თვითმფრინავების ანგარის, სანავიგაციო კოშკურის, აეროვაგზალის და სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელის პრეზენტაცია გაიმართა.


როგორც საავიაციო უნივერსიტეტში აცხადებენ, აეროპორტში ყველაფერი უზრველყოფილია იმისათვის, რომ მომავალმა პილოტებმა პრაქტიკული მომზადება გაიარონ და თვითმფრინავის პროფესიონალურ დონეზე მართვა შეისწავლონ.


აეროპორტი კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა სერგო სტეფნაძემ გახსნეს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner