logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია!
- +

16 თებერვალი. 2018. 22:47



თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია! რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ბაქრაძემ განაცხადა რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა! იარაღები შემთხვევის ადგილზე გაჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის - საათნახევრის მერე და ეს იარაღები ადგილზე მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა. მისივე თქმით, ვიდეომასალა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაიღეს, აქვს გურამ დონაძეს, ხოლო ფირი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დამონტაჟებული და გაყალბებულია. ეს კაცი ამბობს, ჩავიდინე დანაშაული და მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში, ვაღიარებ დანაშაულსო. გურამ დონაძე მითვლის, მაშანტაჟებს, თუ მე არ ვიქნები ჩუმად, გამოაჩენს ფირს სადაც ვჩანვარ, მე არაფერი დასამალი არ მაქვს, ჩადენილი მაქვს დანაშაული, ბრალს მთლიანად ვაღიარებ და თავს ვთვლი დამნაშავედ - გამოაჩინოსო", - წერს ვატო შაქარიშვილი .


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner