logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც, ამ ყველაფრის მოსმენა...
- +

17 თებერვალი. 2018. 00:58


 

„არ მაქვს უფლება, ამ ადამიანს ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება", - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" სტუმრობისას მას შემდეგ განაცხადა, რაც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე ტელეფონის საშუალებით გადაცემას ჩაერთო. ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ია მეტრეველისთვის სურდა მიეწერა, მაგრამ ვერ გაბედა.


„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თქვენს ტელევიზიას, რომ ამ ადამიანს მიეცით საშუალება, ბოლოს და ბოლოს ფარდა აეხადა ამ დაუმთავრებელი პროცესებისთვის. რაც შეეხება ამ პიროვნების აღიარებას, დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს, ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც ამ ყველაფრის მოსმენა. თუმცა მინდა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ პიროვნების მიმართ. სხვებისგან, თუნდაც ბაშალეიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ჰქონდა შანსი ბოლომდე ეთქვა ყველაფერი, რაც მოხდა და ამით ცოდვილი სული ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა, ბაქრაძემ მოყვა ყველაფერი. მან ისე მოჰყვა, რომ მე არ მაქვს უფლება, მას ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მე მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება. ქრისტიანი ადამიანი ვარ და ძალიან მიმტევებელიც, პიროვნულად. ჩემგან მან იცოდეს, რომ მას ეს ცოდვა მივუტევე, თუმცა, ყველაფრის გამგებელი უფალია. უფალი ვის რას მიუტევებს, ეს მე არ ვიცი. ამ ადამიანის უფრო იმიტომ მჯერა, რომ მართლაც პირველი არ იყო, რაც მან დღეს ისაუბრა. თუ არ ვცდები 2013 წელს, როდესაც დონაძესა და მიქაძეს სურდათ ყველაფერი ბაქრაძისთვის გადაებრალებინათ, მან გააკეთა „სკაიპით" ჩართვა, რაც პროკურატურაშიც დევს, „იუთუბზეც" იდო, მაშინაც ამბობდა ეს ადამიანი სიმართლეს. თუმცა, მაშინ ასე ბოლომდე და თავის თავზე აღიარება არ უთქვამს. მან ისიც თქვა, მზად ვარ სიმართლე ვთქვა და ფარდა ავხადო ყველაფერსო", - განაცხადა ია მეტრეველმა.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner